ცოტნე ანანიძემ სკოლის მოსწავლეებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა, მიულოცა მნიშვნელოვანი თარიღი და აღნიშნა, რომ თანასწორობისთვის და თანაბარი შესაძლებლობის მქონე გარემოს შექმნისთვის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს, რისთვისაც იხვეწება საკანონმდებლო ბაზა და ხორციელდება შესაბამისი პროექტები.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, ცოტნე ანანიძემ, შეხვედრაზე კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებამ ადამიანის უფლებების მიმართულებით მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა საფუძველი. შეგვიძლია გავიხსენოთ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარი ცნობილი მოვლენები, ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები“, - განაცხადა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე ცოტნე ანანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს