აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 602 137 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 573 034 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 055 -ზე მეტი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 46.1% არის აცრილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"