დეკანოზი ილია ჭიღლაძე - დღეს გავიგე, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, არ მიკვირს საპატრიარქოს „კლანისგან“ არაფერი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც სინოდურმა კომისიამ მღვდელმსახურება აუკრძალა, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს.

დეკანოზი სინოდური კომისიის წევრებს რჯულის კანონის უცოდინარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიაში „ტოტალიტარული და რეპრესიული რეჟიმია“ ჩამოყალიბებული.

„30 ივლისის გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს რომ გამოაქვეყნებ, არათუ დროს ხარ აცდენილი, არამედ ადეკვატურობასაც. მეც დღეს გავიგე თქვენთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს „კლანისგან“ არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან. მოყვანილი სამი კანონიდან მესამე, მოციქულთა 74-ე კანონი მე კი არ მეხება, ეხება ეპისკოპოსებს (ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის ბრალდებას) და ამჟამად პირდაპირ ესადაგება მცხეთა-თბილისის ეპისკოპოს ილია მეორეს, რომელიც ბრალდებულია მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მან თავი არ იმართლა საეკლესიო საკრებო სასამართლოზე. აი, საეკლესიო კანონიკის ასეთი უმეცრები არიან მოკალათებულნი საპატრიარქოში. ეს იმიტომ, რომ დიდი სჯულისკანონი ტოტალურად უარყოფილი და დარღვეულია მათ მიერ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციის ჩასახშობად ახსენდებათ და სჭირდებათ ის. სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური.

საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში არის ასევე სიცრუე, რომ თითქოს 25 ივნისის ჩვენს წერილზე (მოსაყდრე შიოს და დეკ. ბოტკოველის ხელმოწერილი და სამარცხვინო კორექტული შეცდომით გამოგზავნილი ივლისის ნაცვლად, რომ ივნისი ჩაწერეს) არ გვიპასუხაო, ვუპასუხე საჯაროდ და მასმედიაშიც გავრცელდა, გეხსომებათ. რაც შეეხება სინანულს, სინანული ყოველ ადამიანს სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკანონო მმართველებს მათი ანტიქრისტიანული, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური საქმიანობისათვის, რამაც სრულად გახრწნა ჩვენი საპატრიარქო და იერარქია, მრევლის ცნობიერება და სულიერი მდგომარეობა”, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა