მამუკა ხაზარაძე - იმედია, ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას

იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე, რომელმაც პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით.

ხაზარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მნიშვნელოვანია.

"მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას", - წერს ხაზარაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ქვეყანა.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.

ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან