,,ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

,,ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

,,ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური, ადლიის ჩამდინარე წყლებისა და მრიცხველების ინსპექტირების ორგანოს ლაბორატორიის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მომდევნო წელსაც შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქალაქის სამსახურში ღირსეულად დგომას“, - აღნიშნა შეხვედრაზე ლევან დავითაძემ.

კომპანიის ცნობით, შპს „ბათუმის წყალის“ ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ISO 17025-ის მფლობელია. ISO სტანდარტებისა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად ყოველწლიურად მიმდინარეობს მონიტორინგი.