მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე - თუ კომისიას სასამართლოს უფლებები აქვს მინიჭებული, მაშინ შეეძლო აეკრძალა - არ მომეწონა, რომ მღდელმთავარი ცოტა არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული

თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი, მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს.

მისი თქმით, მღვდელმთავრის არასასურველ კონტექსტში მოხსენიება მოსაწონი არ არის. მეუფე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება სინოდის პრეროგატივაა.

,,წმინდა სინოდის სხდომაზე როგორც ჩანს, ეს საკითხი იყო დაყენებული და კომისიას დაევალა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია, ან შეიძლება სინოდმა თუ მიანიჭა, მე არ ვიცი. მე მგონი, არ ვიყავი იმ სინოდის სხდომაზე. თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები. მე არ მომეწონა, რომ ადგილობრივი მღდელმთავარი ცოტა, არასასურველ, კონტექსტშია მოხსენიებული - ,,თავი აარიდა“, რას ნიშნავს, პატრიარქისთვის წერილი მიუწერია. როგორც ჩანს, იმ წერილში ახსნილი იქნებოდა მოტივები და გარემოებები, რატომ თხოვა, რომ მათ მოიწვიონ, რაღაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო უზრუნველყოფა და თავის არიდება რაღაშია. გამოდის, რომ ეპისკოპოსმა თავის საეპისკოპოსო ვალდებულებას აარიდა თავი? ამ განცხადებაში მე ესე წავიკითხე და ვფიქრობ, ეს არ არის მთლად კორექტული მღვდელმთავრის მიმართ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა კითხავზე: უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი, განაცხადა - ,,ეგ არავინ იცის“.

,,ეგ არავინ არ იცის, ეკლესია საგანგებო ვითარებაში იმყოფება გარკვეულ გარემოებათა გამო, ამას აღარ სჭირდება რაღაც ახსნა და განმარტება. სინოდი ვერ იმართება, გასაგებია რომ ამიტომ რაღაც საკითხებს კომისიები განიხილავენ, ალბათ საჭიროც არის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მაინც სინოდის პრეროგატივა არის და ადგილობრივი მღვდელმთავრისა, გააჩნია რა საკითხს განიხილავენ და რამდენად ჯდება ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო