უკრაინის თავდაცვის მინისტრი - სტრატეგია: არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება, არ მუშაობს, რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს მისი ნატო-ში გაწევრიანების გზა დაბლოკეს

სტრატეგია: არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება, არ მუშაობს და არ იმუშავებს. რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს ბერლინმა და პარიზმა ქვეყანის ნატო-ში გაწევრიანების გზა დაბლოკეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა დასავლეთი რუსული ძალების უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ გააფრთხილა, გერმანიამ ნატო-ს საშუალებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკა.

„ისინი ჯერ კიდევ აშენებენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენს და ამავე დროს ბლოკავენ ჩვენს თავდაცვით იარაღს. ეს ძალიან უსამართლოა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინა შეეცდება იარაღის შეძენას მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ლიეტუვასთან და საფრანგეთთან ორმხრივი გარიგებების გზით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს