ქობულეთში 3 პირი დაჭრეს

ქობულეთში 3 პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. თვითმხილველის ცნობით, ინციდენტამდე მამაკაცები სატვირთო ავტომანქანას მანდარინით ტვირთავდნენ.
"სამი ადამიანი არის შემოყვანილი. დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. სავარაუდოდ, ექსპერტიზის თემა არის, რა სახის იარაღით არის დაზიანება. ამ ეტაპისთვის, საშუალო სიმძიმისაა მათი მდგომარეობა. გულ-მკერდის არეში არის ძირითადად მიყენებული ჭრილობა და ერთ-ერთ მათგანს ხელის არეში აქვს“, - ამის შესახებ ექიმმა ირინე დოლიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

























