GITA - ს ჰაკათონის ღVINOთონის გამარჯვებული ცნობილია

გურჯაანის ტექნოპარკში ღVINOთონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მათი პროექტი „გამაგრილებელი დამრევი“ ქვევრში ღვინის დაყენების დროს დუღილის პროცესში დარევის ავტომატიზაციას გულისხმობს.

„გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 5000 ლარი გადაეცა. ინოვაციური პროექტი ღVINOთონი GITA-მ და გურჯაანის ტექნოპარკმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა. ღVINOთონის მიზანია, მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და მისი გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროდუქტის შექმნა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ერთმანეთთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.

ჰაკათონი ჩატარდა გურჯაანის ტექნოპარკში და მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით. ღVINOთონის გამარჯვებული სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც მეღვინეებით იყო დაკომპლექტებული: პაატა ჯოხაძე, ლადო უზუნაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ივანე ნარეკლიშვილი და შატო მუხრანის ბრენდ ამბასადორი გიორგი ჩიკვაიძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ