დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სამოქალაქო კლინიკიდან კვლავ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მისი ძმა სამოქალაქო კლინიკიდან კვლავ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

მამალაძის თქმითვე, დეკანოზს აღნიშნულ დაწესებულებაში არანაირი მკურნალობა არ უტარდება, მას ხელ-ფეხი კვლავ პარალიზებული აქვს და ეს მისი ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად რჩება.

თორნიკე მამალაძის განმარტებით, დეკანოზი გლდანის მე-18 დაწესებულებაში უკვე 3 წელია რაც იმყოფება.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?