დავით ზალკალიანი - რუსეთის განცხადებების მიუხედავად, საქართველომ  ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით  მწყობრი ნაბიჯები უნდა გააგრძელოს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველომ მწყობრი ნაბიჯები უნდა გააგრძელოს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვესმის ეს განცხადებები, ეს განცხადებები ახალი არ არის და ხშირად მოგვისმენია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან განსაკუთრებით გამწვავდა ეს განცხადებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. თქვენ გუშინ იხილეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება. ეს ასეა! თუკი იმ შეთანხმებების, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებზე გადახედვა მოხდა, მთლიანად ჩამოინგრევა საერთო, ევროპული, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა. ეს არის რასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს და ამას უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების ერთიანი პოზიცია. მე კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოყვა იმ განცხადებებს ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ ასევე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება. ასევე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ნატო არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელიც დაფუძნებულია წესდებებზე და მის წესდებაში პირდაპირ წერია, მე-10 პუნქტში,რომ ქვეყანა, რომელიც ნატო-ს კრიტერიუმებს ასრულებს და აქვს ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი, ის შეუერთდება ნატო-ს, მაშინ, როცა ეს კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და ნატო-ში შიგნით იქნება კონსენსუსი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც არ უნდა გვესმოდეს, ის მწყობრი ნაბიჯები რაც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ და ამან არ უნდა მოგვადუნოს. უნდა ვიყოთ მზად მომენტისთვის, როცა პოლიტიკური მომენტი დადგება. ისტორიაში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან - „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა