გალფის მხარდაჭერით საქართველოდან 10 სტუდენტი სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება

ნავთობკომპანია გალფსა და World Learning-ს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გალფის სათაო ოფისში ჩატარდა და მას აშს-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი დაესწრო. გალფის ფინანსური დახმარების შედეგად Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის რაოდენობა გაორმაგდება და მომავალი წლიდან საქართველოდან ყოველწლიურად 10 ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი გაემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად.

Global UGRAD წარმოადგენს ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამას ქართველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და მათ აძლევთ საშუალებას ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის წინააკადემიურ ტრენინგებს, აკადემიურ კურსებს, პროფესიული განვითარების სემინარებსა და კულტურულ აქტივობებს.

(R)

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია