ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები იკრძალება

ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები იკრძალება.

ამას “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

პროექტით, ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის გათვალისწინებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

ამასთან, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების მიზნით, მან უნდა შეზღუდოს ასეთ კომპანიასთან მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში