მამუკა გამყრელიძე - სასამართლო  და სამართალდამცავი სისტემების  ძირეული რეფორმის და დეპოლიტიზების  გარეშე  შერიგება  იქნება ფიქცია, რომელიც არანაირ ხელშესახებ შედეგს არ მოგვცემს

შერიგებაზე დაწყებული საუბრები არის პათეტიკა, რომელსაც არ აქვს რეალისტური განვითარების პერსპექტივა. შეთანხმება უნდა მოხდეს ერთადერთ საკითხზე - ეს არის სასამართლოს და სამართალდამცავი სისტემების დეპოლიტიზება. ამის გარეშე შერიგებაზე საუბარი არის ფიქცია, რომლის უკან შესაძლოა იმალება გარიგება ერთის მხრივ ამნისტიის და მეორეს მხრივ, ხელშეუხებლობის გარანტიებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, სასამართლო და სამართალდაცავი სისტემის ძირეული რეფორმის გარეშე დაპირისპირებული მხარეები შეიძლება მორიგდნენ, მაგრამ ეს პროცესისთვის არაფრის მომტანი არ იქნება.

"ერის და სრულიად პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება უნდა მოხდეს ერთადერთ საკითხზე. ეს არის სასამართლოს და სამართალდამცავი სტრუქტურების სრული დეპოლიტიზება. მხოლოდ ეს პროცესი მოიტანს შერიგებასაც, დამნაშავეების დასჯასაც და სწორ კალაპოტში წაიყვანს ყველა პროცესს. ამის გარეშე სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა დარჩება ხელისუფლების ხელში და რომელი ძალაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ის მაინც გამოიყენებს პოლიტიზირებულ სასამართლოს და სამართალდამცავ სისტემას თავისი ინტერესებისთვის. მოსამართლეები კი, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების მსახურები და დღეს „ქართული ოცნების“ სამსახურში არიან, ესტაფეტასავით გადაეცემიან ყველა შემდეგ ხელისუფლებას.

დღეს ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია. პოლარიზებული და რადიკალური გარემო, პანდემია, სოციალური კრიზისი. ასე დიდხანს გაგრძელება წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც ნამდვილად არ არის რევოლუციური სცენარი. ის ქვეყანას კიდევ უფრო დიდ კრიზისში შეიყვანს. გამოსავალი არის ხელისუფლების ეტაპობრივი ცვლილება ძალაუფლების გადანაწილების საფუძველზე. ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ ერთ ოპოზიციურ ძალაზე, არამედ ოპოზიციურ სპექტრზე. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა და გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შერიგება იყოს რეალისტური, ამის გარეშე შერიგება იქნება ფიქცია, რომელიც არანაირ ხელშესახებ შედეგს არ მოგვცემს. მე სკეპტიკურად ვუყურებ სამი პრეზიდენტის შეხვედრასაც. ჩემი აზრით, მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვდება წინამორბედებს, რომლებიც სრულიად მიუღებლები არიან ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი თანხმობის გარეშე კი ასეთი შეხვედრა გამორიცხულია", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა