რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის მონაწილეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი" და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი" და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართულ კოდექსზე ისაუბრა. კოდექსი არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და მისი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, 18 წლამდე ბრალდებულთა და მოწმეთა უფლებების დაცვა და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციაა.

რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს განრიდებისა და მედიაციის პროგრამებიც გააცნო, რომლებიც არასრულწლოვანთა და 21 წლამდე მოზარდთა მართლმსაჯულების ალტერნატიულ მექანიზმებს წარმოადგენს. ეს მექანიზმები საშუალებას აძლევს კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდებს, თავიდან აირიდონ სამართლებრივი დევნა, სასჯელი და, შესაბამისად, ნასამართლობა; ამის ნაცვლად კი, არასრულწლოვან და 21 წლამდე ბრალდებულებს სპეციალურად მათზე მორგებულ ნებაყოფლობით პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად ბოლო 2 წლის განმავლობაში 5 200 არასრულწლოვანს მიეცა კიდევ ერთი შანსი, თავიდან აერიდებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა და ნასამართლობა. განრიდების პროგრამის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მათგან მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა დანაშაული, რაც პროექტების წარმატების დადასტურებაა.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის კიდევ ორ სესიაზე. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში