კანადაში პირები, რომლებიც აბორიგენებისათვის განკუთვნილ სკოლა-პანსიონებში ცხოვრობდნენ, კომპენსაციით სახით 40 000 კანადურ დოლარს მიიღებენ

კანადაში პირები, რომლებიც აბორიგენებისათვის განკუთვნილ სკოლა-პანსიონებში ცხოვრობდნენ, კომპენსაციის სახით 40 000 კანადურ დოლარს (31 000 აშშ დოლარი) მიიღებენ. ამისათვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 40 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი გამოიყოფა.

BBC-ის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებს თითოეული ადგილობრივი ინდიელი, რომელიც ოჯახს იძულებით მოაშორეს და სკოლა-პანსიონში გადაიყვანეს, სადაც საკმაოდ მკაცრ პირობებში უწევდათ ცხოვრება.

”ფული არ ნიშნავს სამართლიანობას, თუმცა ის მიანიშნებს, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. შემოთავაზებული კომპენსაციის პაკეტის მოცულობა არის იმის მაგალითი, თუ რამდენი ჩვენი შვილი განდევნეს ოჯახებიდან და თემებიდან,”- განაცხადა როზეენ არჩიბალდმა, „პირველი ერების“ ასამბლეის ეროვნულმა ხელმძღვანელმა. კანადაში სკოლა-პანსიონები 1863-დან 1998 წლამდე ფუნქციონირებდა. ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში ევროპელების დასახლებასა და ტერიტორიების ათვისებასთან ერთად ადგილობრივი ინდიელების ასიმილაციის პროცესი მიმდინარეობდა. საერთო ჯამში მსგავს პანსიონებში 150 000-ზე მეტი ადგილობრივი ინდიელი სწავლობდა. ძალადობისა და ცუდი პირობების გამო პანსიონებში ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები ხშირად ხდებოდა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს