ჭავჭავაძის გამზირზე წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი მოიწამლა
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ჭავჭავაძის გამზირის 17 ნომერში, 71 წლის ლალი ლაფერაშვილი და 3 წლის მღებრიშვილი მზია მოიწამლნენ. ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
;ლაფერაშვილი ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა და მან გონება აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ დაკარგა.
;მოწამლულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირიდან CO-თი მოწამვლის შემდეგ მოქალაქეების რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ “ინტერპრესნიუსს” 033-ში დაუდასტურეს.
;შემთხვევის ადგილზე მივიდნენ “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებიც. მათ წყლის გამაცხელებელი, რომელიც იაპონური წარმოების იყო, ექსპერტიზაზე წაიღეს.
;როგორც “ინტერპრესნიუსს” “ყაზტრანსგაზის” ავარიულ სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება პოლიციიდან 30 აპრილს 21:50 საათზე შევიდა.
;“ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლის გაუმართავობა იყო. თუმცა, საბოლოო დასკვნა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, - განაცხადა ავარიულ სამსახურში და დასძინეს, რომ ამჟამად დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

























