ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები და შენობის დაცვის სამსახური არ აძლევს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბონდო თედორაძე აცხადებს, მას შეკითხვები აქვს დავით მჭედლიშვილთან, რომელიც „წინა ხელისუფლების დროს გამდიდრდა“.

ბონდო თედორაძის თქმით, დავით მჭედლიშვილმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, „როგორ მოიპოვა მილიონები“ და შეკითხვებს პასუხი გასცეს.

ამასთან, როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მათ აინტერესებთ, რას ფიქრობს დავით მჭედლიშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.

„იმსახურებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობას, რომელიც დავით მჭედლიშვილის მეგობარი იყო, რას ფიქრობს მის პატიმრობასთან დაკავშირებით? ჩვენ არ გვაძლევენ საკრებულოს შენობაში გადაადგილების საშუალებას მიუხედავად იმისა, რომ მანდატები გვაქვს. არანაირი პროვოკაციის მოწყობას არ ვაპირებთ. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, შევხვდეთ საკრებულოს თავმჯდომარეს“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიიტანეს პლაკატები, წარწერით „თავისუფლება მიშას!“.

გარდა ამისა, მათ აინტერესებდათ, მიმდინარეობს თუ არა ობიექტურად ენმ-ს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვალების თაობაზე გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო