სალომე სამადაშვილი - როცა ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით ფაქტობრივად უარს ამბობს შესაძლო პოლიტიკურ დიალოგზე, ამით ის და მმართველი გუნდი დარტყმის ქვეშ აყენებენ ქვეყნის დასავლურ მომავალს

როცა ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით ფაქტობრივად უარს ამბობს შესაძლო პოლიტიკურ დიალოგზე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამით ის და მმართველი გუნდი რეალურად დარტყმის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენს.

"მე ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა იდეა ეროვნულ შერიგებაზე დიალოგის დაწყებაზე წამოაყენა ძალიან მაღალი ინტერესის საერთაშორისო ფორუმზე, მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან საუბრისას. დღეს ყველას ესმის, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთი უკიდურესად აგრესიულად ესხმის თავს ჩვენს ქვეყანას, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ეხება ჩვენი მომავლის უზრუნველყოფას დასავლეთში ინტეგრაციის გზით. ამიტომ ირაკლი კობახიძე როცა საკუთარი განცხადებით დღეს ფაქტიურად უარს ამბობს შესაძლო პოლიტიკურ დიალოგზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანას დააძლევინოს ძალიან დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის და მმართველი გუნდი რეალურად დარტყმის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალს ამ გადაწყვეტილებით.

ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ თავს უკეთებს მარგინალიზაციას, რადგან როცა ყოფილი პრეზიდენტები და მოქმედი პრეზიდენტი საუბრობს, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი და ირაკლი კობახიძე მსგავს განცხადებებს აკეთებს, საზოგადოებას ამით ეუბნება, რომ საკუთარი პარტიული დღის წესრიგის გარდა, რომელიც ოპოზიციის დემონიზებაზე დგას, "ქართულ ოცნებას" არაფერი აინტერესებს, არც ამ ქვეყნის დასავლური მომავალი, არც ქართველი ხალხის ბედი და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუტრიალდება უკან "ქართულ ოცნებას",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია. მისივე თქმით, შერიგების ფორმულა ასეთია, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ყველა დანაშაული აღიაროს.

„თუ ვინმე მოახერხებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა და დამოკიდებულებები შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია - არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს!"- განაცხადა კობახიძემ.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს გაჰყვეს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ვითარების გაუმჯობესებასთან. “უნდა ვნახოთ, რამდენად შეიძლება ეს რეალისტური იყოს“, - დასძინა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა