იაგო ხვიჩია უმრავლესობის დეპუტატებს - როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!

შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანებთან - მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა აუკრძალეთ, ხოლო თუკი ექნებოდათ, დაემუქრეთ რომ „გატყიპავდით“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რითაც „მწვანე პასპორტების“ საკითხს გამოეხმაურა.

როგორც იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლებაა.

ამასთან, ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“

„ჩემი გამოსვლა შეეხება ე.წ მწვანე პასპორტებს, მესმის, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდვების მოყვარული ხელისუფლება. მგონია, მოგწონთ კიდეც ეს როლი და ხშირად ამბობთ, რომ ხართ მზრუნველი მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ხართ ყველაზე მეტი შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლება, რაც აქამდე გვყოლია, მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ხალხი თქვენ ამ მოტივით გადაგირჩევთ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც მობეზრდება ის, რაც ახლა ჩემს მაგიდაზე ხდება, რომ ყველა კანონი ადამიანების შემზღუდველია შინაარსობრივად და ამას, როგორც „მზრუნველობის მოტივს“ ისე აფასებთ.

მე ვეცდები აგიხსნათ რატომ არის ასეთი „მზრუნველობა“ შეურაცხმყოფელი, როდესაც ის სრულწლოვან ადამიანებზე ვრცელდება. შეურაცხმყოფელია, როდესაც სრულწლოვან ადამიანებს მშობელი 9 საათზე დაგვაძინებს, მერე თუ კარგად მოვიქცევით 2 საათი გაგვიხანგრძლივებს და 11-ზე დაგვაძინებს. შეურაცხმყოფელია, როდესაც დიდი ხარ უკვე და გეუბნებიან, რომ ვიღაცასთან ერთად კაფეში არ იარო, რადგან შენთვის ასე ჯობია. ან როცა გეუბნებიან გაკვეთილიდან, ლექციიდან, პარლამენტის სხდომიდან პირდაპირ სახლში წამოდიო. გინახავთ ისეთი მშობლები ზედმეტი მზრუნველობით შვილებს მეგობრებთან უფუჭებენ საქმეს, რომლებიც შეიძლება ამით სამუდამოდაც კარგავენ მეგობრებს. შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები რომლებსაც თქვენ აუკრძალეთ სხვა ადამიანებთან - მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა, ხოლო თუ კი ექნებოდათ დაემუქრეთ, რომ „გატყიპავდით“. რამდენი ურთიერთობა დაანგრიეთ ასე თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი ერთგული მომხმარებელი გააგდებინეთ კაფე-ბარების მფლობელებს საკუთარი დაწესებულებებიდან?! მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია. მგონია ჩემთანაც უნდა შეგრცხვეთ, როგორც ადამიანთან, რომელიც კაფეებში, ბარებსა და სასტუმროებში ვერ დადის, რატომ არ მიშვებთ, რა დაგიშავეთ? და ზოგადად, როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

იაგო ხვიჩია უმრავლესობის დეპუტატებს - როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!

შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანებთან - მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა აუკრძალეთ, ხოლო თუკი ექნებოდათ, დაემუქრეთ რომ „გატყიპავდით“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რითაც „მწვანე პასპორტების“ საკითხს გამოეხმაურა.

როგორც იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლებაა.

ამასთან, ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“

„ჩემი გამოსვლა შეეხება ე.წ მწვანე პასპორტებს, მესმის, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდვების მოყვარული ხელისუფლება. მგონია, მოგწონთ კიდეც ეს როლი და ხშირად ამბობთ, რომ ხართ მზრუნველი მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ხართ ყველაზე მეტი შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლება, რაც აქამდე გვყოლია, მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ხალხი თქვენ ამ მოტივით გადაგირჩევთ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც მობეზრდება ის, რაც ახლა ჩემს მაგიდაზე ხდება, რომ ყველა კანონი ადამიანების შემზღუდველია შინაარსობრივად და ამას, როგორც „მზრუნველობის მოტივს“ ისე აფასებთ.

მე ვეცდები აგიხსნათ რატომ არის ასეთი „მზრუნველობა“ შეურაცხმყოფელი, როდესაც ის სრულწლოვან ადამიანებზე ვრცელდება. შეურაცხმყოფელია, როდესაც სრულწლოვან ადამიანებს მშობელი 9 საათზე დაგვაძინებს, მერე თუ კარგად მოვიქცევით 2 საათი გაგვიხანგრძლივებს და 11-ზე დაგვაძინებს. შეურაცხმყოფელია, როდესაც დიდი ხარ უკვე და გეუბნებიან, რომ ვიღაცასთან ერთად კაფეში არ იარო, რადგან შენთვის ასე ჯობია. ან როცა გეუბნებიან გაკვეთილიდან, ლექციიდან, პარლამენტის სხდომიდან პირდაპირ სახლში წამოდიო. გინახავთ ისეთი მშობლები ზედმეტი მზრუნველობით შვილებს მეგობრებთან უფუჭებენ საქმეს, რომლებიც შეიძლება ამით სამუდამოდაც კარგავენ მეგობრებს. შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები რომლებსაც თქვენ აუკრძალეთ სხვა ადამიანებთან - მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა, ხოლო თუ კი ექნებოდათ დაემუქრეთ, რომ „გატყიპავდით“. რამდენი ურთიერთობა დაანგრიეთ ასე თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი ერთგული მომხმარებელი გააგდებინეთ კაფე-ბარების მფლობელებს საკუთარი დაწესებულებებიდან?! მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია. მგონია ჩემთანაც უნდა შეგრცხვეთ, როგორც ადამიანთან, რომელიც კაფეებში, ბარებსა და სასტუმროებში ვერ დადის, რატომ არ მიშვებთ, რა დაგიშავეთ? და ზოგადად, როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია