მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ცენტრალური გზისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენა, დაიგება მეორე ფენაც. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიუვეტების ჩალაგება, სახიფათო მონაკვეთებთან ლითონის ზღუდარის, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და ეზოში შესასვლელების ასფალტის საფარით მოწყობა.

„პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „აკა“ ახორციელებს.

ასევე, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ციხისძირის კულტურის სახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას შპს „მეტალ +“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უკვე დასრულდა შენობის გადახურვა, გარემონტდა ოთახები, მოეწყო გათბობის, განათების სისტემა და ეზო.

სოფელ ციხისძირში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა მოინახულეს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა