ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის სამუშაო პროცესი დაიწყო

ქუთაისის მერიის განცხადებით, ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.

მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიას ეწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, EU4Culture გუნდის ხელმძღვანელი ანატოლი ბაიფერტი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

ამასთან, ღონისძიებაზე გაიმართა დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების შესაძლებლობების პრეზენტაცია, რომელიც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ წარმოადგინა.

სტრატეგიის შემუშავების პროცესის გზამკვლევის შესახებ ისაუბრა თანა-აპლიკანტი კომპანიის Creative Solution-ის ხელმძღვანელმა, ზვიად მჭედლიშვილმა.

ჩატარდა სემინარი სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის საკითხებზე.

კონფერენციის მუშაობაში ზუმ-პლათფორმის საშუალებით, მონაწილეობდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, რეჟისორი ლევან გაბრიაძე, მწერალი დათო ტურაშვილი.

„ქუთაისმა კულტურის სტრატეგის შექმნაზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. ჩვენმა ქალაქმა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში EU4Culture გაიმარჯვა და 6 თვის მანძილზე ვიმუშავებთ, რომ კულტურის და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დავსახოთ სამოქმედო გეგმა და შევიმუშავოთ გრძელვადიანი სტრატეგია. სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ დღეს, რათა საჯაროდ გვესაუბრა იმ საკითხებზე, რაც კულტურის სტრატეგიის შემუშავებასთანაა დაკავშირებული. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი მხარეა საჯარობაა და მაქსიმალური ჩართულობა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისა. ჩვენ თითოეული მათგანის მოსაზრება გვაინტერესებს, რომელთა შეჯერების საფუძველზე, ზუსტად გვეცოდინება- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქუთაისში კულტურა და რა უნდა იქნეს უპირველესად გათვალისწინებული სტრტეგიაზე მუშაობის პროცესში.

მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტს, რომლებმაც სათანადოდ შეაფასეს ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო დაფინანსების მიღებასაც შევძლებთ, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქუთაისში შესაძლებელი იქნება კულტურის სფეროს და შემოქმედებითი ინდუსტრიების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რომ ქუთაისს ევროკავშირისგან კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად გადაეცა გრანტი და ექვს თვეში შესაბამისი სტრატეგია უნდა შემუშავდეს.

"ევროკავშირი ბევრ სფეროში თანამშრომლობს ქუთაისთან და ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კულტურის მიმართულებითაც დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რასაც ქვია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად ქუთაისს ევროკავშირისგან გადაეცა გრანტი და ექვს თვეში შესაბამისი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. კომპეტენტურ გუნდთან ერთად, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონკურსი მოვიგოთ და შესაბამისად, ევროკავშირის დაფინანსება მოვიპოვოთ", - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

პანელურ დისკუსიაზე კონფერენციის ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კულტურის განვითარების სტარტეგიის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა