ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გრძელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამა სოციალურად დაუცველ ახალდაქორწინებულ წყვილთა 1000 ლარის ოდენობი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

პროგრამით სარგებლობისთვის ორივე მეუღლე რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურში და ქორწინება შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.

„აღნიშნულის გარდა მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს