მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელ დაწესებულებებში გაზრდილია ბუსტერ დოზის გაკეთების მსურველთა რიცხვი.

როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვაქცინაციის პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი ქალაქ მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრსა და სოფლის ამბულატორიებში იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის 12 პუნქტი ფუნქციონირებს. მოქალაქეთა აცრა სინოვაკით, სინოფარმითა და ფაიზერითაა შესაძლებელი. უსაფრთხო ვაქცინაციისათვის კი ამცრელ დაწესებულებებში ყველა პირობაა შექმნილი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი