„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს და ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გრადა პანორამა“ 142 საცხოვრებელ ბინიან კომპლექსს, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკს, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 3,5 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება.

„გრადა პანორამა“ მცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად დახურულ ეზოში სასეირნო და სარბენ ბილიკებს გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული და სრულად აღჭურვილი სახანძრო/ სარწყავი სისტემებითა და LED განათებებით. ტერიტორიაზე განთავსდება საოფისე და კომერციული სივრცეებიც.

„გრადა პანორამა ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს სთავაზობს. ჩვენი მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, რომ ფლობდეს საკუთარ ბინას და იცხოვროს კომფორტულ გარემოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“ , - განაცხადა „გრადა პანორამას“ გაყიდვების უფროსმა ნათია ლაბაძემ.

ამასთან, როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ აღნიშნა მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე.

„გრადა 6 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ახალ პროექტს - „გრადა პანორამას“, რომელიც ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა საბავშვო ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცეები, ველოსადგომი და სხვ. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ვალერი ნარსიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა