ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ხვალ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ, რათა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ

მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები - თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ, რათა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ.

"ერთის მხრივ, ჩვენ პრეზიდენტისგან გვესმის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველანაირი კითხვის ნიშნების მიუხედავად გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამ თემაზე, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით.

დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის დემონსტრირება, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში.

ხვალ მივდივართ პროცესზე. მნიშვნელოვანია იქ ყოფნა ჩვენ იქ წავალთ და მხარდაჭერა იქნება სრული", - განაცხადა ხოშტარიამ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ხვალ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ, რათა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ

მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები - თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ, რათა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ.

"ერთის მხრივ, ჩვენ პრეზიდენტისგან გვესმის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველანაირი კითხვის ნიშნების მიუხედავად გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამ თემაზე, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით.

დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის დემონსტრირება, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში.

ხვალ მივდივართ პროცესზე. მნიშვნელოვანია იქ ყოფნა ჩვენ იქ წავალთ და მხარდაჭერა იქნება სრული", - განაცხადა ხოშტარიამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა