წყალმომარაგების კომპანია - ქალაქ თეთრიწყაროს სტაბილური წყალმომარაგებისთვის  სამუშაოები გრძელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თეთრიწყაროში წყლის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოებს აგრძელებს. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარი მოხმარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არსებული რეზერვუარების, სატუმბო სადგურისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

„თეთრიწყაროში ზაფხულის სეზონზე წყლის დებიტი საგრძნობლად იკლებს, შესაბამისად მოსახლეობას ამ პერიოდში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. ქალაქში არსებული რეზერვუარები 1980-იან წლებშია აგებული და რეაბილიტაციას საჭიროებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, თეთრიწყაროში მცხოვრები 6 ათასზე მეტი ადამიანი განახლებული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა