გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრა პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართა.

მერიის ინფრმაციით, შეხვედრას ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ვინც პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები.

„თამაზ შიოშვილმა ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, ახალგაზრდულ საკითხებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პროგრამა „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერა“ FID ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და შვედეთის გაეროს ასოციაციის მიერ ფორუმ სიდ/სიდას ფინანსური მხარდაჭერით. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“.

პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, გაძლიერებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას ადამიანის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს