ზუგდიდის მერია - ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორისაა

ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორისაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მესამე წელია მყარად ინარჩუნებს, ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულში.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორის მე-5 პოზიციაზე დასახელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაესწრო.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ღონისძიების შემდეგ დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს. ინდექსის მიხედვით პირველი ერთიანი ეროვნული შეფასება 2017 წელს განხორციელდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა