"მედიაციის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, დეკემბრის პირველ ნახევარში ტრადიციულად „მედიაციის კვირეული“ ტარდება, რომლის მიზანი მედიაციის მიმართ ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში და დარგის პოპულარიზაციაა.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორც მედიატორებისთვის ასევე მედიაციას სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირებისათვის.

მათივე ცნობით, მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარდა პირველი „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ ფორუმი, რომელიც მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ. ფორუმი გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და USAID საქართველოს წარმომადგენელმა ბევერლი ჰუვერმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის დაარსებიდან 2 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს მედიაცია როგორც კერძო სექტორის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის გზა და UNGP-ის საჩივრების განხილვის მექანიზმის მნიშვნელობა კერძო სექტორის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისთვის.

ამავე დღეს კვირეულის ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” ირაკლი ყანდაშვილმა და თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.

ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, მედიაცია, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება და ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია საქართველოს მართლმსაჯულებაში, სწორედ ამიტომ ასოციაცია მზად არის განახორციელოს სხვადასხა აქტივობები მედიაციის განვითარების მიზნით.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ მედიატორს მედიაციის დღეს და უსურვებს წარმატებას მათ საქმიანობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა