გორის მერია - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გორის მერიამ გენადი ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა, სიმართლეს არ შეესაბამება

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გენადი ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გორის მერია განმარტავს, რომ ის ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებულია 15000 ლარით.

მერიის ინფორმაციით, ასევე განმარტავს, რომ შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, რისთვისაც პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

„განვმარტავთ, რომ გენადი ბესტაევის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით განმცხადებელმა დავით ქაცარავამ ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 14 დეკემბერს მიმართა. მოქალაქე გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებია და ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებულია 15000 ლარით. ამ ეტაპზე სამინისტროში განსახილველად წარდგენილია

დარჩენილი გადასახდელი თანხის (თანაგადახდის წილი - 7275 ლარი) შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია.

საკითხი განიხილება კომისიის უახლოეს სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელი ინფორმირებული იქნება დაუყოვნებლივ.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მიხედვით შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, ამისთვის პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მოქალაქე დავით ქაცარავას როგორც სიტყვიერად ასევე წერილობით ეცნობა, თუმცა ამ დრომდე მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

გორის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს წესის მიხედვით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ბესტაევის მკურნალობის მიზნით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი