საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მორიგი საერთაშორისო აღიარება

საქართველოს უნივერსიტეტი წლიდან წლამდე ზრდის მიღწეული წარმატების თამასას, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლება გარანტირებულია.

უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ერთ-ერთი ლიდერია საერთაშორისო ასპარეზზე თავისი მიღწევებით, აღიარებებით თუ მიღწეული წარმატებებით. 2021 წლის 18 ნოემბერს სამართლის სკოლამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზედამხედველო აუდიტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე ISO 9001:2015. აუდიტი ჩაატარა საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციამ TUV Austria.

„სტუდენტებისთვის შეთავაზებული ხარისხიანი განათლება, ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებით უნდა იყოს დადასტურებული. განათლება ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელსაც პირველ რიგში თავად უნდა მივყვეთ, რომ ჩვენს სტუდენტებს ყველა აუცილებელი რესურსი თუ შესაძლებლობა საჭირო დროს შევთავაზოთ. სწორედ ამ რესურსების ძიებას არ ვწყვეტთ წლიდან წლამდე.

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ითვლება ISO 9005:2015 სტანდარტის მფლობელად სამართლის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელების, დაგეგმვის და უზრუნველყოფის მხრივ.

მენეჯმენტის სისტემა უნივერსიტეტს აძლევს უპირატესობას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია, ამას გარდა მსგავსს აღიარებებს თან ახლავს პარტნიორთა ქსელის გა-ფართოება და სტაბილური, ხანგრძლივი თანამშრომლობა, რაც პირველ რიგში სტუდენტებისთვის შეთ-ავაზებულ რესურსებს ნიშნავს, მას შემდეგ რაც ისინი შესაბამისს განათლებას და კვალიფიკაციას მიიღე-ბენ თავისუფლად შეძლებენ ჩვენი სახელით ოპონირებას დამსაქმებლებთან“ - ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა