ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო თავმჯდომარის არჩევას დღეს მესამედ შეეცდება

დღეს, ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო მესამედ იკრიბება. მთავარი საკითხი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორია მონაწილეობს.

თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა გასულ კვირასაც ჩატარდა, თუმცა პირველ ჯერზე ასარჩევად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ამავე დღეს კენჭისყრის განმეორებით ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა სხდომა უკვე კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. გასულ კვირას თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები „ქართულმა ოცნებამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დაასახელეს.

დღეს სხდომას დეპუტატები სრული შემადგენლობით ესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა