მესტიის მუნიციპალიტეტში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღს აშენებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

„მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემის სოფელ ლახამში და ჭუბერის თემის ცენტრში ახალი ბაღების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, სოფელ მულახში, მულახის თემის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიის N2 საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტების განხორციელებამდე, ბავშვებს ბაღში სიარული შორ მანძილზე უწევდათ. ახალი ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ პატარები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან. ახალ საბავშვო ბაღებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. ბაღის ყველა შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. 6 ახალი ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 5 მილიონი ლარით აფინანსებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი