აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს

აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.მათივე ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, გია აბულაძის, ლევან ანთაძის, ელგუჯა ბაგრატიონის, მედეა ვასაძის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მორიგი სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობამ განაპირობა. კენჭისყრის შედეგად, 6 ოპოზიციონერ დეპუტატს უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი შეუნარჩუნდა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს უმაღლეს საბჭოში საქმიანობის გაგრეძელებისკენ მოუწოდა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის და მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენება დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 39 800 000 ლარით გაიზარდა და 454 მლნ ლარს შეადგენს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგობრივი მიმართულებით რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული მატების საფუძველზე, შესაძლებელია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - განათლების, სპორტის, ტურიზმის ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისათვის აუცილებელი ხარჯები. მოხსენების შემდგომ, ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა.

კენჭისყრის შედეგად, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცებულია.

სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით, მხარი დაუჭირეს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტებს, რომლებიც დეპუტატებს - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მირიან ქათამაძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარუდგინეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ კანონის პროექტს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“.

ამასთან, სხდომაზე ცნობად მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ანაგარიშები, რომლებიც სხდომას დავით ბაციკაძემ და ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს