ნათია თურნავა - საქართველო ის ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველო არის ის ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ უშუალოდ მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წელს გაძლიერდება ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფართოების მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით აქტიური კონსულტაციების გაგრძელება პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.

„ძალიან სასიხარულო იყო ის ორპარტიული მხარდაჭერის სულისკვეთება, რაც აისახა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომლითაც ისინი აშშ სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს ძალიან იმედისმომცემი მესიჯია," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა