პროფესია მენეჯერი - ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა აბიტურიენტებისთვის

სწორი მენეჯმენტი არა მხოლოდ კარიერაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. კარგი მენეჯერები წარმატებულები არიან ყველგან, სადაც მოინდომებენ და ამაში მათ მენეჯერობისთვის საჭირო უნარები და ცოდნა ეხმარებათ. რაც შეეხება თავად პროფესიას მენეჯერი - ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიაა. მიზეზი მარტივია - კარგი მენეჯერები დასაქმების ბაზარზე ყოველთვის მოთხოვნადი კადრები არიან და მათ საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

„მენეჯერის პროფესია ადამიანს აძლევს შესაძლობელობას სწორ დროს და ადგილას დაინახოს შესაძლებლობები და რაც მთავარია გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, იმისთვის რომ სარგებელი მოუტანოს როგორც საკუთარ თავს, ისე საკუთარ კომპანიას და სოციუმს,“ - ასე ახასიათებს მენეჯერის პროფესიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი დავით კიკვიძე.

რა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანს პროფესია მენეჯერი?

ზოგადად მართვა, მენეჯმენტი ეს არის თეორია რომელიც შეისწავლის პროცესების, მოვლენების, ადამიანების, როგორც არსებული მდგომაროების შეფასებას, ასევე მომავალში შესაძლო ცვლილებების ანალიზს, რომელიც იძლევა სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

მენეჯერის მოქმედების არეალი განუსაზღვრელია. კარგ მენეჯერს შეუძლია საკუთარი სქილები პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროს მოარგოს და განიცადოს ადაპტაცია ნებისმიერ გარემოში, რაც მას მუდმივად წინსვლის და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ამ პროფესიის განსაკუთრებულ პოპულარობას?

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიების განვითარებამ მრავალი პროფესიის აქტუალურობის დაკარგვა გამოიწვია, რადგან ტექნოლოგიებმა ბევრ დარგში ადამიანური შრომა მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა პროფესია მენეჯერი, მუდმივად აქტუალური დარჩება, რადგან ნებისმიერ ტექნოლოგიას მართვა სჭირდება, ტექნოლოგიების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას ანალიზი სჭირდება და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ასეთი სქილების მქონე პროფესია მუდმივად აქტუალური იქნება. არცერთ ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა განჭვრიტოს მომავალი პროცესები და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო კარგი მენეჯერი კი ზუსტად მაგით ფასობს, რომ შეუძლია მოვლენების და პროცესების სწორად მართვა და ახალი შესაძლბელობების აღმოჩენა და სარგებლის მიღება.

კარიერული განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს დღეს მენეჯერებისთვის? სად შეუძლიათ მათ დასაქმდნენ?

მენეჯმენტის მოქმედების არეალი განუსაზღვრელია. დღეს როდესაც სამყარო გაციფრულებულია, საერთაშორისო საზღვრებიც მოშლილია, გარდა ამისა აღარ არის აუცილებელი ოფისში ფიზიკურად ყოფნა და იქიდან მუშაობა. ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროექტები და გუნდებიც ვმართოთ დისტანციურ რეჟიმში, რომლის არაეთი მაგალითი არსებობს. აქედან გამომდინარე კარგი მენეჯერი მსოფლის ყველა კუთხიდან ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. თუ ადრე საერთაშორისო კომპანიები მენეჯერებს შიდა რესურსებში ეძებდნენ, დღეს რეალობა შეიცვალა. მათ დაიწყეს საზღვრებს გარეთ საინტერესო მენეჯერების ძიება, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობენ. განსაკუთრებით აქტუალურია პროექტების მენეჯმენტი. დღეს შესაძლებელია იყო თბილისში და პროექტს მართავდე ევროპის, აზიის, ამერიკის სხვადასხვა ქვეყანში, კომუნიკაცია გქონდეს მულტიკულტურულ გუნდთან. ეს ასევე საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობასაც გაძლევს.

ზოგადად, როგორია ანაზღაურება მენეჯმენტში? არის თუ არა ის მუდმივად მზარდი?

კარგი მენეჯერის ანაზღაურება მუდმივად მაღალი და მზარდია, რადგან უნივერსალური მენეჯერი ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. როდესაც დივერსიფიცირებული პორტფოლიო გაქვს, იცნობ ბევრი სხვადასხვა დარგის და ბიზნეს სეგმენტის სპეციფიკას, რომელიც უნიკალური ცოდნის, გამოცდილების და სქილების კომბინაციაა - ეს რა თქმა უნდა მუდმივად მზარდი ანაზღაურებით ფასდება.

როგორი თვისებებითა და უნარებით გამოირჩევიან მენეჯერები?

პირველ რიგში ეს არის ქარიზმატულობა და უშიშრობა. კარგი მენეჯერი არასდროს არ უნდა უნდა მოქმედებდეს ჩარჩოებში და გარკვეულ შემთხვევაში წესების დარღვევაზეც მზად უნდა იყოს. უნდა შეეძლოს რისკების კარგად გათვალა, მაგრამ ამ რისკების მიღებისთვისაც უნდა მოემზადოს. რაც მთავარია, ძლიერი მენეჯერი მუდმივად მოქმედებაში უნდა იყოს.

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა. რა უპირატესობებით გამოირჩევა ის სხვა უნივერსიტეტების ანალოგიურ პროგრამებთან შედარებით?

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის უნიკალურობა იმაშია, რომ ჩვენ თეორია, გამოცდილება და ტექნოლოგიები ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. კერძოდ, ჩვენი მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა აწყობილია საუკეთესო საერთაშორისო უნივერისტეტების ანალოგის მიხედვით. შესაბამისად, ის თეორიული მასალა, რომლებსაც ჩვენი სტუდენტები სწავლობენ, აღიარებული და გამოყენებულია საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება გამოცდილებას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები არიან წამყვანი, როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო კომპანიების ტოპ მენეჯერები, შესაბამისად, ისინი უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც დაუფასებელია. ჩვენი სტუდენტები სწავლობენ ცოცხალ ქეისებზე, რომელიც რეალურად ჩვენმა ლექტორებმა განახორციელეს. ჩვენი მიზანი არის, რომ ყველა საგანი ვასწავლო თანამედროვე ტექნოლოგოებზე დაყრდნობით. დღეს ბიზნესის მართვა წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვასწავლით ყველა იმ ტექნოლოგიას, რომელსაც დღეს თანამედროვე მენეჯერები იყენებენ, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიონ და საუკეთესო შედეგი დადონ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს