გორის მერის მოადგილე ხანდაზმულთა სახლს სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ხანდაზმულთა სახლს „შენი თბილი კერა“ სურსათის მარაგი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროდუქტები, რომლის შეძენის მიზნით თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხანდაზმულთა ორგანიზაციაში გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის გორის ოფისის ხელმძღვანელმა თამარ სახლთხუციშვილმა მიიტანეს.

სტუმრებმა ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები მოინახულეს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გორის მერის მოადგილემ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სახელით ორგანიზაციის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და მოხუცებს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს