ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა გრძელდება

EU4Culture პროექტის ფარგლებში, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„16 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა: რეწვითი ხელოვნების (მინა, კერამიკა, ხე, ლითონი, ტყავი); დიზაინის (მოდა, გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, პროდუქტის დიზაინი და სხვა); ციფრული ტექნოლოგიების (კომპიუტერული პროგრამები, ვიდეო- თამაშები და აპლიკაციები); კინოსა და ვიდეო ხელოვნების (კინო და ვიდეო-წარმოება, კინო-სერვისები, კინოთეატრები) მიმართულებით დაინტერსებულ პირებთან და ჯგუფებთან.

შეხვედრების მონაწილეებმა თავიანთ სფეროებში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე, საშუალებებზე, გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია
მამუკა გამყრელიძე - მსოფლიოში  დაიწყო ახალი გადანაწილება,  არსებული შეთანხმებები და  ფორმატები  ეფექტურად ვეღარ მუშაობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველდღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს
„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში