ლაშა დამენია - დიალოგის მეორე მხარეს არის "გადამგდები" „ქართული ოცნება“, ამიტომ, ოპოზიცია უნდა დარწმუნდეს, რომ დიალოგის შედეგი ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდება

სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებაზე თუკი გამოჩნდა რაიმე კონტურები, რომ ეს დიალოგი მიდის გარკვეულ შეთანხმებამდე, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დამენიამ აღნიშნა, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თუკი დიალოგი შედგება, ის წარიმართოს იმ შედეგით, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი და საჭირო გახდება.

„ევროპული საქართველოს“ თვითმიზანი არ არის, რომ მივიდეს ან არ მივიდეს რომელიმე შეხვედრაზე, თუმცა უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, რომ დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებაზე თუ კი გამოჩნდა რაიმე კონტურები, რომ ეს დიალოგი მიდის გარკვეულ შეთანხმებამდე „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს, ოღონდ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დიალოგის მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის "გადამგდები". ამიტომ ოპოზიციის ამ ნაწილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დიალოგი თუ წარიმართება, წარიმართოს იმ შედეგით, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი და საჭირო გახდება“,- განაცხადა დამენიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა