შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თქვა, რომ უნდა მოხდეს წარსულის გააზრება და ეს არის მინიშნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" რეალობას უნდა ჩახედოს თვალებში და გაიზროს ის წარსული, რაც მას აქვს

საუბარს წინ არაფერი უდგას და არ სჭირდება წინაპირობები, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ისაუბრონ, სწორედ ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი სავარაუდოდ. სხვათაშორის, მან თქვა, რომ უნდა მოხდეს წარსულის გააზრება და ეს არის მინიშნება, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეალობას უნდა ჩახედოს თვალებში და გაიზროს ის წარსული, რაც მას აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ შერიგება იწყება მოსმენით და ამ პროცესის დაწყებას წინ არ შეიძლება წინაპირობები უძღოდეს.

შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თქვა, რომ უნდა მოხდეს წარსულის გააზრება და ეს არის მინიშნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" რეალობას უნდა ჩახედოს თვალებში და გაიზროს ის წარსული, რაც მას აქვს.

"პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი. აქედან გამომდინარე წინასწარი საუბარი, თუ რა შედეგი უნდა იყოს და როგორი პროცესი იქნება, რთულია. საკითხი მარტივია ჩვენი შეხედულებით იმ მხრივ, რომ 9 წელია ვაკვირდებით რაში მდგომარეობს პრობლემა, მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა, რომელიც არის დემოკრატია, ამ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალა და მასთან არსებული პოლიტიკური ძალები არ აღიარებენ დემოკრატიას ანუ ხალხის ნებას. მერვე არჩევნები წააგო უკვე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ის ვერ ეგუება ამას, არ აღიარეს არც ერთი არჩევნები სინამდვილეში, არ უღიარებიათ, რომ ხალხმა მათ მიანიჭა ოპოზიციის ფუნქცია და არა ხელისუფლების მანდატი. ამიტომ მთავარი პრობლემაა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს ხალხის ნებას და მეორე პრობლემაა, რომ არ აღიარებს კანონის ნებას. არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მათ ეხებოდათ, არ უღიარებიათ მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო საზოგადოებისთვის და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც ცხადია, რომ მან ხელი დააფარა გირგვლიანის მკვლელებს, იყო მონაწილე ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და ბევრი რამ არის ცხადი მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან, სადაც სხვადასხვა ქვითრებს ვხედავთ. ამიტომ, პრობლემა არის მარტივი გადასაწყვეტი, საჭიროა მათ აღიარონ კანონის და ხალხის ნება, მაგრამ რთულია იმ კუთხით, რომ ეს პრობლემა ცნობილია ბოლო 9 წელია და რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ისინი ასეთ ჭეშმარიტ და საბაზისო მოცემულობას ქვეყნისთვის აღიარებენ. საუბარს წინაპირობები თავისთავად არ სჭირდება, საუბარი თავად არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, რომ თუკი მიზანი პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევაა, ამისთვის რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როცა გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აღიარებს ხალხის ნებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო