ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები მესამედ იკრიბებიან. სხდომაზე მთავარი საკითხი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა. 45 წევრიდან, სხდომას 26 დეპუტატი ესწრება.

ახლად არჩეული საკრებულოს წევრები პირველად 3 დეკემბერს შეიკრიბნენ, თუმცა ხელმძღვანელი პირების არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.