გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშუალოდ ცნო

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.

მერაბ კობიაშვილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ნაწილში 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა კობიაშვილი უდანაშაულოდ მიიჩნია, შესაბამისად, დამნაშავედ 2-მა მსაჯულმა ცნო, რაც ხმათა უმრავლესობით გამამართლებელ ვერდიქტს ნიშნავს.

რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი ამ ნაწილში სრულად, ერთხმად გაამართლეს.

„ძალიან დიდი ხანი ითათბირეს, 4 საათი არ ეყოთ, მერე კიდევ 3 საათი დაამატეს და შემდეგ გამოიტანეს ვერდიქტი. 19/109-ე მუხლში 12:0-ზე გაიყო ხმები, 108-ე მუხლში 10/2-ზე გაიყო ხმები. 19/109-ე მუხლი 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, 108-ე მუხლი კი ერთი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო