ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, „ნაცმოძრაობის" წევრებმა ხელვაჩაურის მერს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე შეკითხვებით მიმართეს

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა დიასამიძეს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე შეკითხვებით მიმართეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვისა და შანტაჟის საქმეზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში სწორედ ზაზა დიასამიძეც ფიგურირებს. მათი თქმით, ზაზა დიასამიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

თავის მხრივ, ზაზა დიასამიძემ ოპოზიციის წევრებს განუცხადა, რომ ისინი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებენ.

"თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და თითოეულ ადამიანს. საკითხით მანიპულირებას თავი დავანებოთ. რის პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდე მე",- აღნიშნა ზაზა დიასამიძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში 26 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს