რუსთავში საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება  მიმდინარეობს

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ ქუჩებში და პარკებში სახალწლო ილუმინაციები 25 დეკემბერს ჩაირთვება.

როგორც რუსთავის მერიის ინფორმაციაშაი აღნიშნული, ფალიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფლის მოწყობა და ქალაქის სადღესასწაულოდ გაფორმება, აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, საახალწლო სოფელში სადღესასწაულო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში 30-31 დეკემბერს და 1- 2 იანვარს გაიმართება. ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდება თეატრის უკან მდებარე ახალ სკვერში და გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერშიც.

„საქართველოში, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რეალურად რა მდგომარეობაც გვაქვს, რუთავში ახალ წელს შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით. რა თქმა უნდა, მეტი ღონისძიების ჩატარების სურვილი გვაქვს, მაგრამ რეალობა ასეთია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა ქალაქში არ გვექნება. ქუჩებისა და სკვერების საახალწლოდ მორთვა უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო ღონისძიებები სამ სხავადასხვა ლოკაციაზე იქნება, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურ საახალწლო განწყობას შექმნის ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძის თქმით, საახალწლო საჩუქარი მოუმზადა ქალაქს საზოგადოება „რუსთაველებმა“.

„26 და 30 დეკემბერს, საზოგადოება ,,რუსთაველების“ ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუსიკალური ლაივ ბენდების Reggaeon-ის, Goofy Land-ის, „გაგა ფრანის“, „გელა გნოლიძის და ბენდის“ მონაწილეობით, საახალწლო საღამოები გაიმართება“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“