ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი მოსახლეობაზე არ არის მორგებული, იგი მმართველ გუნდს საკუთარი ხელფასების ზრდაზე აქვს ორიენტირებული.

საკრებულოს დარბაზის დატოვებამდე, პროტესტის ნიშნად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიხეილ სააკაშვილისა და გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს.

მათი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე არაობიექტურად მიმდინარეობს, რაც შეეხება მიხელ სააკაშვილს, იგი ცრუ ბრალდებების გამო სასჯელს იხდის.

"ბიუჯეტი მოსახლეობაზე არ არის მორგებული. ხელფასების ზრდის ნაცვლად, ეს თანხები მოსახლეობისთვის უნდა იყოს მობილიზებული.

სოფლებში მოსახლეობას გზა არა აქვს, ყოველი სტიქიის დროს ბავშვებს თავზე აწვიმთ", - განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

"დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, შესაბამისად სააკაშვილი ციხეში ზის. რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ხალხზე მორგებულია და მათი შენიშვნები სიმართლეს არ შეესაბამება. ბიუჯეტში სოციალური სახლის მშენებლობა და სხვა უამრავი პროექტია გათვალისწინებული",- აცხადებენ მმართველ გუნდში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა