ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს. კვორუმის არსებობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ" არც კანდიდატი დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.

მანამდე, სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს. დარბაზში მყოფი პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა კი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელეს და "ნაციონალურ მოძრაობას" დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

„გუშინ ჩხოროწყუში და დღეს ზუგდიდის მაგალითზე ყველამ ვნახეთ, რომ ორივე პარტია ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ერევა თავიანთ პოლიტიკურ ეგოს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა ორივე პარტიისგან, ისინი არც ცდილობენ ნაბიჯი გადადგან კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. ჩვენ გუშინ ჩხოროწყუშიც წარვადგინეთ კანდიდატურა, დღეს კვორუმიც იყო. "ნაციონალური მოძრაობა" აბსურდული მიზეზით ტოვებს მორიგ ჯერზე სხდომას. შესაბამისად ამ კრიზისზე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

არავითარ პოლიტიკურ გარიგებაზე არ შეიძლება საუბარი. საზოგადოებამაც ნახა ჩვენი თითოეული ნაბიჯი არჩევნების დასრულების დღიდან. გამომდინარე იქედან, რომ ორივე პარტია წარმოადგენს უმრავლესობას, მათ შეუძლიათ მორიგდნენ, შეთანხმდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება. რადგან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს, არ ვითხოვთ თანამდებობებს, ჩვენ არ ვვაჭრობთ თანამდებობებით, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურას და მუნიციპალიტეტის დაბალანსებულ მმართველობას",- განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების" წევრებს, რომლებმაც არც კანდიდატი დაასახელეს და არც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, ამბობენ, რომ მათ ახალი კოალიციის ჩამოყალიბების იმედი აქვთ.

„გადაიდო კიდევ ერთხელ. ვფიქრობ მომდევნო კვირასაც ვერ ავირჩევთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩამოყალიბდება ახალი კოალიცია. ან "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია გაერთიანდება და კრიზისს დაძლევს. კონსულტაციები გაგრძელდება და იმედია, რაღაცაზე შევთანხმდებით. აუცილებლად წარვადგენთ კანდიდატურას ჩვენც. „ქართული ოცნება" ერთსულოვანი იყო, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად, რომ დაგვეყენებინა 20 ჩვენ ვიყავით, სამი ისინი“, - განაცხადა „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი გოგოხიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან