მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ შეხვედრას არ ვესწრებოდი კონკრეტული ფორმატის გამო, ძალიან დავაფასე ის ჟესტი და ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა, - ასე აფასებს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და „ეს არის ერთადერთი, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“.
„გუშინდელი გამოსვლა იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გაგრძელება მისი პირველი განცხადების, ეს არის ერთადერთი რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მინდა ვნახო რა სურს და რა შეუძლია პრეზიდენტს, ასევე მინდა გავუზიარო ჩემი პოზიცია რა იქნებოდა პოლარიზაციის დაძლევის გზა ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა არც სწორია და არც ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რა თქმა უნდა, შეწყალება იქნებოდა ძალიან სწრაფი გზა, თუმცა უნდა ვიპოვოთ ისეთი გზა, რომელიც რეალისტურია და შესაძლებელია“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"