ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე ფოკუს-ჯგუფებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, #EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან შეხვედრებსაც მოიცავს.

მათივე ცნობით, 17 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა მუსიკით (შემსრულებლები, ჩამწერი ორგანიზაციები); კულტურული მემკვიდრეობით (მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები); საშემსრულებლო ხელოვნებით (თეატრი, ცეკვა, ბალეტი, ოპერა); ლიტერატურითა და საგამომცემლო საქმით ( მწერლები, პოეტები, გამომცემლობები, ელექტრონული წიგნების ჩათვლით) დაინტერესებულ ჯგუფებთან და ინდივიდებთან.

ამასთან, სამუშაო შეხვედრებზე ისაუბრეს კულტურის კონკრეტულ სექტორებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, გეგმებსა და მიზნებზე.

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა ამჯერად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო