იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მოსკოვი, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10 მილიონ ევროს არ გადაიხდის,  ვალდებულების დარღვევის პროცედურები დაიწყება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, თუ მოსკოვი, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10 მილიონ ევროს არ გადაიხდის და ხელმოწერის ვადას დაარღვევს, ვალდებულების დარღვევის პროცედურები დაიწყება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის ჩარიცხვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, ყველა მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

„სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს უნდა ჩაერიცხოს 10 მლნ ევრო, რომელიც გადანაწილდება იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც ზიანი მიადგათ ამ უკანონო დეპორტაციის პროცესში და მსხვერპლნი გახდნენ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, საქართველოს მოთხოვნით აღნიშნულ საქმეს ყველა სხდომაზე წელიწადში 4-ჯერ აქტიურად იხილავს. იუსტიციის სამინისტროს აქტიურობის შედეგად, რუსეთი დათანხმდა, რომ კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს ელჩმა მემორანდუმს უკვე მოაწერეს ხელი. მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ხელმოწერის და თანხის გადახდისთვის ვადა 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დაუდგინა. თუ დეკემბერში რუსეთი ხელს არ მოაწერს, დაიწყება ვალდებულების დარღვევის პროცედურები, რაც შეიძლება დასრულდეს ხმის უფლების წართმევით, გარიცხვით. საერთაშორისო სამართალში აღსრულების მექანიზმები მოგეხსენებათ არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ მიღწევადია.

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რაც თეორიულად შეიძლება იყოს ჩვენ ხელთ“,- აღნიშნავს ბრეგაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს